რუსეთის სამხედრო გემებმა ვენესუელის ნაპირებს

რუსეთის სამხედრო გემებმა ვენესუელის ნაპირებს მიაღწიეს და ლა გუაირას პორტში შევიდნენ
რუსეთის სამხედრო გემებმა ვენესუელის ნაპირებს მიაღწიეს და ლა გუაირას პორტში შევიდნენ
კარიბის ზღვაში ერთობლივ სამხედრო მანევრებში მონაწილეობის მისაღებად. ხვალ კი ვენესუელაში რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ჩადის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის ბიძგის მისაცემად. ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპონენტია მსოფლიოში. რუსეთის მიერ რეგიონში ოთხი გემის - მათ შორის ბირთვული კრეისერის, "პეტრე დიდის" - განთავსება მოსკოვის მხრიდან პირველი ასეთი აქტია ცივი ომის დასრულების შემდეგ.