საქართველო-რუსეთის ომის შედეგების შესახებ ევროსაბჭოს

საქართველო-რუსეთის ომის შედეგების შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ
საქართველო-რუსეთის ომის შედეგების შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ
ოქტომბერში დამტკიცებული რეზოლუციის შესრულების საკითხს მადრიდში ასამბლეის ორი მთავარი ორგანო განიხილავს. რეზოლუციის შესრულებაზე დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურო მსჯელობს, ხვალ კი - ამავე საკითხს მუდმივმოქმედი კომისია განიხილავს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აგვისტოს ომის პასუხისმგებლად ორივე ქვეყანა გამოაცხადა და რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილების შეცვლა მოსთხოვა.