აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ
საქართველოს პრეზიდენტს მოუსმინა. მოსმენამ, მცირე შესვენებით, 5 საათს გასტანა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისთვის ურთულესი გამოცდა იყო. სააკაშვილის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ქართულ მხარეს მოუწია იმ დროისთვის შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო: [სააკაშვილის ხმა] "ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის არმიის ასობით ტანკი, მძიმე ტექნიკა, საარტილერიო დანადგარები და ათასობით სამხედრო იყო მოყენებული საქართველო-რუსეთის საზღვარზე, როკის გვირაბთან. და ჩვენ დავიწყეთ უტყუარი, დადასტურებული სადაზვერვო მონაცემების მიღება, რომ მათ დაიწყეს მოძრაობა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა. გრძელდებოდა ჩვენს მიერ კონტროლრებული სოფლების ინტენსიური დაბომბვა".