დღეს ოსლოში ასზე მეტი ქვეყნის

დღეს ოსლოში ასზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას,
დღეს ოსლოში ასზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას,
რომელიც კრძალავს კასეტურ ბომბებს. მაგრამ დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებენ კასეტური ბომბების უდიდესი მწარმოებლები და გამომყენებლები: შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, ისრაელი, ინდოეთი და პაკისტანი. აკრძალვას არ უერთდება არც საქართველო, რომელსაც აღიარებული აქვს, რომ რუსეთთან აგვიტოს ომში გამოიყენა კასეტური ბომბები. საქმე ეხება იარაღის განსაკუთრებით სახიფათო სახეობას, რომელიც სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს არა მარტო გამოყენების მომენტში, არამედ წლების შემდეგაც.