ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
ალექსანდერ სტაბმა განაცხადა, რომ ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ხვალ იწყება ჰელსინკიში, კავკასიის რეგიონი რუსეთსა და საქართველოს ომის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. სტაბმა, რომელიც მორიგე თავმჯდომარეა ეუთოსი, თქვა, რომ მინისტრები იმსჯელებენ ევროპის უსაფრთხოებს ახალ სტრუქტურაზე. მომავალ კვირაში, ეუთოს ოფიციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩავლენ, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, კონფლიქტის ზონაში ეუთოს სამხედრო მეთვალყურეთა მანდატის გაფართოების გარშემო მოსალაპარაკებლად.