კოსოვოში ევროკავშირის მისია ოფიციალურად ჩაენაცვლა

კოსოვოში ევროკავშირის მისია ოფიციალურად ჩაენაცვლა გაეროს მისიას.
კოსოვოში ევროკავშირის მისია ოფიციალურად ჩაენაცვლა გაეროს მისიას.
ევროკავშირის კონტინგენტი ინგლისური აბრევიატურით EULEX მოიცავს 2000 კაცს - პოლიციელებსა და იუსტიციის სისტემის ექსპერტებს, რომლებიც კოსოვოს ხელისუფლებას კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბძროლაში უნდა დაეხმარონ. ეთნიკური ნიშნით გაყოფილ ქალაქ მიტროვიცაში EULEX-ის მეთვალყურეების განთავსებამ ინციდენტის გარეშე ჩაიარა. მეთვალყურეების დაცვა ნატოს სამშვიდობო ძალებს ევალებათ. მისია რამდენიმე თვით დააყოვნა კოსოვოელი როგორც ალბანელების, ისე სერბების წინააღმდეგობამ.