საქართველოში სამუშაო ვიზიტით ეუთოს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ეუთოს
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ეუთოს
გენერალური მდივანი იმყოფება. მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია ეუთოს მეთვალყურეთა მანდატის გაგრძელებით, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება. მოსკოვის პოზიციის შეცვლის იმედი გამოთქვა ეუთოს გენერალურმა მდივანმა, რომლის ცნობით, ორგანიზაციის მეთვალყურეთა მადნატის გაგრძელების გამო ვენაში კონსულტაცია მიმდინარეობს. მარკ პერინ დე ბრიშამბომ ძალადობის აქტი უწოდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ეუთოს მეთვალყურეთა ავტომანქანის დაცხრილვის გუშინდელ ფაქტს და განაცხადა, რომ მას ორგანიზაცია გამოიძიებს.