კავკასიაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლატფორმის

კავკასიაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის შეთანხმება,
კავკასიაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის შეთანხმება,
რომლის თაოსანი თურქეთია, სავარაუდოდ, გაისად გაფორმდება - ამის შესახებ ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა აზერბაიჯანში თურქეთის ელჩმა ჰულუსი კილიჯმა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუსეთის სამთავრობო ჯგუფები ამჟამად დოკუმენტის პროექტზე მუშაობენ. ამასთან, დამოუკიდებელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კავკასიის უსაფრთხოების და თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერას გაართულებს საქართველო-რუსეთის ამჟამინდელი ურთიერთობა.