ევროპის კავშირის მეთვალყურეთა მისიამ შეშფოთება

ევროპის კავშირის მეთვალყურეთა მისიამ შეშფოთება გამოთქვა
ევროპის კავშირის მეთვალყურეთა მისიამ შეშფოთება გამოთქვა

იმის გამო, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან საქართველოს პოლიციის კუთვნილი, „კობრის“ ტიპის დაჯავშნული ავტომანქანები განლაგდა. მისიის ხელმძღვანელის ჰანსიორგ ჰაბერის განმარტებით, ეს მოქმედება არსებულ შეთანხმებებს არ არღვევს, მაგრამ, ევროკავშირის მეთვალყერეები თბილისს მაინც ურჩევდნენ, არ მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება, რადგან - მისიის აზრით - ეს ხელს არ უწყობს უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების გაუმჯობესებას. ასეთი შეფასება გამოთქმულია საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.