4 იანვარს თბილისში "ნაბუკო" შესრულდება

4 იანვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში პირველად შესრულდება ჯუზეპე ვერდის ცნობილი ოპერა “ნაბუკო”. სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად თბილისში მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ აღიარებული ქართველი მომღერლები: პაატა ბურჭულაძე, ლადო ათანელი, ზურაბ სოტკილავა, ნინო სურგულაძე და ნანა ქავთარაშვილი.