ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის

ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
კონდოლიზა რაისი. მისი თქმით, ახლა მთავარი მიზანია ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ არა სტატუს კვოს აღდგენა, როცა „ჰამასი“ გააგრძელებდა სარაკეტო იერიშების მიტანას ისრაელის ტერიტორიაზე. ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო რაისმა 4 იანვარს ჩაშალა ვიზიტი პეკინში. ჩინეთის დედაქალაქში ის ჩინეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იყო მიწვეული. ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელს პეკინში ვიზიტის ჩაშლა მოუხდა გასულ აგვისტოშიც, საქართველოს კრიზისის გამო.