სომხეთს შეუწყდა საქართველოს გავლით რუსეთის

სომხეთს შეუწყდა საქართველოს გავლით რუსეთის ბუნებრივი აირის მიწოდება.
სომხეთს შეუწყდა საქართველოს გავლით რუსეთის ბუნებრივი აირის მიწოდება.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის განმარტებით, ტრანზიტის შეწყვეტის მიზეზი მილსადენის დაზიანებაა. მინისტრის განცხადებით, ავარიის შედეგთა ლიკვიდაციისთვის მიმდინარეობს სადღეღამისო მუშაობა, რომელიც სავარაუდოდ, 13 იანვრისთვის დასრულდება. სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობისთვის სომხეთმა საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი გაგზავნა.