ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ინდოეთში

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ინდოეთში გაემგზავრა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური თანამშრომლობის
ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ინდოეთში გაემგზავრა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური თანამშრომლობის
შესახებ მოლაპარაკებების გასამართად. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში კარზაი შეხვდება ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მანჰომან სინგჰს. მას თან ახლავან საგარეო საქმეთა მინისტრი რაგინ დადფარ სპანტა და მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ზალმაი რასული. ინდოეთი პაკისტანის ოფიციალურ ორგანიზაციებს ადანაშაულებს ნოემბერში ბომბეიში მომხდარ ტერაქტებთან კავშირში. ამ მოვლენების დროს 170 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა. თავის მხრივ ავღანეთი პაკისტანს თალიბანისა და ალ-ყაიდის მებრძოლთა შეფარებაში ადანშაულებს.