ევროკავშირი დაუშვებლად მიიჩნევს რუსეთსა და

ევროკავშირი დაუშვებლად მიიჩნევს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული გაზის კონფლიქტის პოლიტიზებას
ევროკავშირი დაუშვებლად მიიჩნევს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული გაზის კონფლიქტის პოლიტიზებას
და მოითხოვს, რომ პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს - განაცხადა დღეს რუსეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მარკ ფრანკომ. მისივე თქმით, ევროკომისიის ექსპერტები ჯერჯერობით არ ფლობენ მონაცემებს, თუ კონკრეტულად რომელი მხარეა დამნაშავე გაზის ტრანზიტის შეჩერებაში. შაბათს, მოსკოვში, ევროპისთვის გაზის მიწოდების განახლების საკითხზე იმსჯელებენ რუსეთისა და უკრაინის ლიდერები. როგორც დღეს გამოცხადდა, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებას ევროპის კავშირის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან: მოსკოვში გამგზავრებას აპირებენ ევროკავშირის კომისარი ენერგეტიკის საკითხებში ანდრის პიებალგსი და კავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის მრეწველობის მინისტრი მარტინ რჟიმანი. დღეს გაზის ტრანზიტის საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა დმიტრი მედვედევმა და ვიქტორ იუშჩენკომ.