საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის ოკუპირებული ნაწილიდან სროლის შედეგად,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის ოკუპირებული ნაწილიდან სროლის შედეგად,
დაიღუპა სამხარეო პოლიციის თანამშრომელი მამუკა კახნიაშვილი. სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა ქარელის რაიონის სოფელ კნოლევში მოხდა. საგანგებო განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიიდან განხორციელებული ყველა მოქმედებისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. განცხადების თანახმად, ტერაქტების აღსაკვეთად და უსაფრთხოების მყარი გარანტიების შესაქმნელად აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მეთვალყურეთა დაუყოვნებლივ განლაგება.