ქაბულში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ დანაღმული

ქაბულში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 4 სამოქალაქო პირი
ქაბულში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 4 სამოქალაქო პირი
და ერთი ამერიკელი ჯარსიკაცი დაიღუპა ამერიკული სამხედრო ბაზისა და გერმანიის საელჩოს მახლობლად. ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, დაჭრილია 20-მდე სამოქალაქო პირი და 5 ამერიკელი ჯარისკაცი. ასევე თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად, აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირი, დაიჭრა სამი, ისევე როგორც სამი პოლიციელი. ორივე აფეთქების პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.