რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აკრძალა საქართველოსთვის სამხედრო
რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აკრძალა საქართველოსთვის სამხედრო
და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდება. როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, მედვედევის განკარგულებით, 2011 წლის 1 დეკემბრამდე იკრძალება რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოსთვის სამხედრო ტქენიკის, შეიარაღებისა და სამხედრო მიზნებისთვის გამოსადეგი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიყიდვა და გადაცემა. პრეზიდენტმა მედვედევმა მთავრობას დაავალა, სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობა შეზღუდონ იმ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს რუსული, ან საბჭოთა წარმოების შეიარაღებას აწვდიან. საპასუხოდ, თბილისში განმარტეს, რომ საქართველო რუსეთის წარმოების იარაღს რამდენიმე წელია აღარ ყიდულობს.