საქართველოს ეწვია საბერძნეთის საპარლამენტო დელეგაცია

საქართველოს ეწვია საბერძნეთის საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ვიცე-სპიკერი
საქართველოს ეწვია საბერძნეთის საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ვიცე-სპიკერი
გეორგიოს სურლასი ხელმძღვანელობს. ხვალ საბერძნეთის პარლამენტის დეპუტატები შეხვდებიან საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს, აგრეთვე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. ოთხშაბათს ბერძენი დეპუტატები შიდა ქართლში გაემგზავრებიან და დაათვალიერებენ აგვისტოს ომით დაზარალებულ რაიონებს.