სამშაბათს თბილისს ესტუმრა ევროკავშირის კომისარი

სამშაბათს თბილისს ესტუმრა ევროკავშირის კომისარი საგარეო ურთიერთობათა
სამშაბათს თბილისს ესტუმრა ევროკავშირის კომისარი საგარეო ურთიერთობათა
და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მის ვიზიტს თბილისისთვის ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებად აფასებს. თავად ფერერო-ვალდნერმა, რომელიც თბილისში სომხეთიდან ჩავიდა, სამხრეთკავკასიური ტურნეს დაწყებამდე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რეფორმების ხელშეწყობას ცდილობს, რადგან ევროკავშირისთვის სამივე ქვეყანა მნიშვნელოვანია. დღეს ბენიტა ფერერო-ვალდნერი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელს ჰანსიორგ ჰაბერსა, თბილისში მცხოვრებ დევნილებსა და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.