ეთნიკურ უმცირესობათა მდგომარეობის გასაცნობად საქართველოს

ეთნიკურ უმცირესობათა მდგომარეობის გასაცნობად საქართველოს ეწვია ეუთოს უზენაესი კომისარი
ეთნიკურ უმცირესობათა მდგომარეობის გასაცნობად საქართველოს ეწვია ეუთოს უზენაესი კომისარი
ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი. საგარეო საქმეთა და სახელმწიფო მინისტრებმა ვოლებეკს განუცხადეს, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა საქართველოს ყველა ოკუპირებულ რაიონში, ხოლო გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს აფხაზური პასპორტების მიღებას აიძულებენ. გალის რაიონის მოსახლეობის უფლებათა დაცვაზე ეუთოს უმაღლესი კომისარი ისაუბრებს სოხუმში, სადაც შეხვდება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს. აფხაზეთისგან განსხვავებით, კნუტ ვოლებეკი ვერ გაემგზავრება ცხინვალის რეგიონში, რომლის დე ფაქტო მთავრობამ ეუთოს კომისრის მიღებაზე უარი თქვა.