შარშანდელი წლის მანძილზე ავღანეთში ოთხი

შარშანდელი წლის მანძილზე ავღანეთში ოთხი ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
შარშანდელი წლის მანძილზე ავღანეთში ოთხი ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
ტერორისტულ აქტებსა და შეიარაღებულ შეტაკებებს არმიასა და მეამბოხეებს შორის. ამის შესახებ იუწყება ავღანეთის არასამთავრობო უფლებადამცავი ორგანიზაცია "Afghanistan Rights Monitor"-ი. მისი მონაცემები ორჯერ აღემატება გაეროსას, რომლის შეფასებითაც, ავღანეთში 2008 წელს ორი ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ტერაქტებისა და თავდახსმების შედეგად. ავღანელი უფლებამცავების თქმით, ოთხი ათასიდან დაახლოებით ერთი მეოთხედი (ათასზე მეტი პირი) დაიღუპა საერთაშორისო სამშვიდობო ძალების მოქმედების შედეგად.