აშშ-ის პრეზიდენტი ცხინვალში მიიწვია სამხრეთ

აშშ-ის პრეზიდენტი ცხინვალში მიიწვია სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ცხინვალში მიიწვია სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა.
თვითგამოცხადებული მთავრობის ინფორმაციის კომიტეტმა დღეს გაავრცელა ბარაკ ობამასადმი ედუარდ კოკოითის მისალოცი წერილი, რომელშიც დე-ფაქტო ლიდერი აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების იმედს გამოთქვამს. კოკოითი მიიჩნევს, რომ მიწვევის მიღების და ცხინვალში ჩასვლის შემთხვევაში, ბარაკ ობამას პოლიტიკური უპასუხისმგებლობის შედეგებზე სრული წარმოდგენა შეექმნება.