ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა
საქართველოს წინააღმდეგ ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქის სარჩელი. მათი ინტერესების დამცველ ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე აბდულ ჰამიდ ალიევი საპატიმროში ყოფნისას არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად იქცა და მის სასარგებლოდ სახელმწიფოს 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. საქართველო 8 ათას ევროს გადაუხდის გიორგი ნიკლაიშვილსაც, რომლის მიმართ სტრასბურგის სასამართლოს განაჩენით, თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლება დაირღვა.