რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს განაცხადა,
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს განაცხადა,
რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარუდგენს ახალ მასალებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა სააგენტო „ინტერფაქსს“ აცნობა, რომ მოსკოვის ახალი მტკიცებულებები სამხედრო შინაარსის ქართულ დოკუმენტებს ეფუძნება. გენერალ ნოგოვიცინის ცნობით, ამ მასალებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს ორ თებერვალს, მოსკოვში გააცნობს.