სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა

სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა ესპანეთსა და საფრანგეთში
სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა ესპანეთსა და საფრანგეთში
უკანასკნელი ათი წლის მანძილზე უდიდესი გრიგალის შედეგად. ერთ-ერთი ინციდენტისას ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქარმა დაანგრია სპორტული დარბაზის ნაწილი, რის შედეგადაც ოთხი ბავშვი დაიღუპა. საფანგეთის სამხრეთ-დასავლეთში მილიონამდე ოჯახი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე მას მერე, რაც ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. როგორც იტყობინებიან, ქარის სიჩქარე საათში 170 კილომეტრს აღწევდა. ამოთხრილი ხეების გამო ჩახერგილია საავტომობილო გზები და სარკინიგზო ხაზები. რამდენიმე აეროპორტი დაიხურა.