შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კლიმატური ცვლილებების დაძლევისკენ
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კლიმატური ცვლილებების დაძლევისკენ
მიმართული ზომები გამოაცხადა. ეს ზომები გულისხმობს ცალკეული შტატების, მაგალითად, კალიფორნიისთვის იმის უფლების მინიჭებას, რომ მათ თავად შეძლონ ავტომანქანების ემისიაზე შეზღუდვის დაწესება გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. ეს დიამეტრულად ეწინააღმდეგება ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის პროლიტიკას. ობამამ ასევე განკარგულება გასცა ტრანსპორტის სამინისტროს, დაადგინოს წესები, რათა შეერთებული შტატების საავტომობილო მრეწველობამ გაზარდოს მანქანების ეკონომიურობა საწვავის მოხმარების თვალსაზრისით.