ათასობით მომხრე მივიდა თურქეთის

ათასობით მომხრე მივიდა თურქეთის
ათასობით მომხრე მივიდა თურქეთის
პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის დასახვედრად, როცა ის დავოსიდან, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან დაბრუნდა. დავოსში მას სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა ისრაელის პრეზიდენტთან შიმონ პერესთან. ერდოანს 5 ათასამდე ადამიანი დახვდა პალესტინელთა ავტონომიის დროშებით. ერდოანმა ფორუმი დატოვა ისრაელის პრეზიდენტთან კამათის შემდეგ, როცა, ეს უკანასკნელი ისრაელის ოპერაციას იცავდა ღაზის სექტორში. პერესმა იმედი გამოთქვა, რომ ეს აქტი არ იმოქმდებს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე.