პალესტინელთა თვითმმართველობის პრეზიდენტმა

პალესტინელთა თვითმმართველობის პრეზიდენტმა
პალესტინელთა თვითმმართველობის პრეზიდენტმა
მაჰმუდ აბასმა გამორიცხა “ჰამასის” გაერთიანებასთან მოლაპარაკება, სანამ ეს ჯგუფი უარყოფს “პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის” ხელისუფლებას. აბასმა უპასუხა “ჰამასის” წინადადებას პალესტინელთა განთავისუფლების ორგანიზაციის თაობაზე, რომელშიც დომინირებს აბასის “ფატაჰის” ფრაქცია, რომ ის სხვა ძალამ უნდა შეცვალოს. აბასმა კაიროში სტუმრობისას შემდეგი განაცხადა “ჰამასის” მისამართით
(აბასის ხმა)
“მათ უნდა აღიარონ ცალსახად და არაორაზროვნად, რომ მხოლოდ ეს ორგანიზაციაა ერთადერთი წარმომადგენელი პალესტინელი ხალხისა. მაშინ იქნება დიალოგიც”.
ჰამასის მსგავსი ისლამური ჯგუფები უარყოფის პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის გარიგებებს ისრაელთან, მათ შორის ოსლოს შეთანხმებას, რომელშიც აღიარეს ისრაელის სახელმწიფო.