საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა ბრიუსელში

საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა ბრიუსელში,
საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა ბრიუსელში,
სადაც ხვალ 26+1 ფორმატით, ნატო-საქართველოს საბჭოს სხდომა გაიმართება. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დავით სიხარულიძის განცხადებით, საქართველო ნატოში ინტეგრაციას და ყოველწლიური ეროვნული პროგრამების ფარგლებში რეფორმებს განაგრძობს. ამ პროცესს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლები ხვალინდელი შეხვედრისას შეაფასებენ. ბრიუსელში დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან.