ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა დღეს

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა დღეს გამოაცხადა,
ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა დღეს გამოაცხადა,
რომ მისი ქვეყანა შეერთებულ შტატებს აღარ დართავს ნებას, მისი სამხედრო-საჰაერო ბაზა გამოიყენოს ავღანეთში სამხედრო ოპერაციების ხელშესაწყობად. ეს განცხადება მან გააკეთა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ. ბიშკეკმა მოსკოვისგან 2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების დაპირება მიიღო. პენტაგონის თქმით, შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ მომავალშიც შეძლებს მანასის სამხედრო ბაზის გამოყენებას, რომელსაც, მისი თქმით, "უზარმაზარი მნიშვნელობა" აქვს ყირგიზეთში ამერიკის ჯარების მომარაგებისთვის.