ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი იმყოფება სოხუმში,
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი იმყოფება სოხუმში,
სადაც დღეს აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. როგორც სააგენტო „აფსნი“ იუწყება, პირველი, რითიც სერგეი შამბასთან საუბრისას დაინტერესდა ჰამარბერგი, კოდორის ხეობაში არსებული ვითარებაა. სამშაბათს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი კოდორს თავად დაათვალიერებს, ოთხშაბათს კი - გალის რაიონში არსებულ ვითარებას გაეცნობა. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკიდან თომას ჰამარბერგი თბილისში გაემგზავრება.