ავღანეთისა და პაკისტანის საკითხებში შეერთებული

ავღანეთისა და პაკისტანის საკითხებში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ ჰოლბრუკი
ავღანეთისა და პაკისტანის საკითხებში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ ჰოლბრუკი
დღეს პაკისტანის ლიდერებს შეხვდა ისლამაბადში. ეს ნაწილია ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკისა, რომელიც ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის რაიონში ალ-ყაიდისა და თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის გადახედვას ითვალისწინებს. ჰოლბრუკი შეხვდა პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის და პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანის. ეს რეგიონში ჰოლბრუკის პირველი ვიზიტია პრეზიდენტ ობამას მიერ მისი დანიშვნის შემდეგ.