რომის პაპის განცხადებით, ის ისრაელში

რომის პაპის განცხადებით, ის ისრაელში ვიზიტს აპირებს, მიუხედავად მწვავე კრიტიკისა,
რომის პაპის განცხადებით, ის ისრაელში ვიზიტს აპირებს, მიუხედავად მწვავე კრიტიკისა,
რომელსაც იწვევს ჰოლოკოსტის უარყოფა ერთ-ერთი კათოლიკე ეპისკოპოსის მიერ. როგორც პაპმა ბენედიქტე XVI-მ დღეს ამერიკელ ებრაელთა ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა, ჰოლოკოსტის უარყოფა მიუღებელი და დაუშვებელია - განსაკუთრებით სასულიერო პირისაგან. მანამდე პაპმა ბევრი კათოლიკის და ებრაელის აღფშფოთება გამოიწვია, როცა გააუქმა ჰოლოკოსტის უარმყოფი ეპისკოპოსის ექსკომუნიცირების გადაწყვეტილება. ვატიკანის ინფორმაციით, ისრაელში პაპის ვიზიტი მაისშია მოსალოდნელი.