ქაბულში ჩავიდა აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი

ქაბულში ჩავიდა აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი ავღანეთში, რიჩარდ ჰოლბრუკი.
ქაბულში ჩავიდა აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი ავღანეთში, რიჩარდ ჰოლბრუკი.
მის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მეამბოხეებმა ქაბულში, სულ ცოტა, 20 ადამიანი მოკლეს სამ სამთავრობო უწყებაზე კოორდინირებული იერიშების დროს. ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, 8-ვე მოიერიშე მოკლეს. დღეს გავრცელებული ცნობებით, ავღანეთში თვითმკვლელი მოეირიშეების მიერ მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად, ძალოვანი სტრუქტურების 2 წევრი დაიღუპა, დაიჭრა 12. ერთი აფეთქება დღეს მოეწყო რეგიონული პოლიციის შტაბ-ბინასთან პაქტიკის პროვინციაში, რამაც ერთი პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა 10 პოლიციელი. მეორე თვითმკვლელმა კი იერიში მოაწყო გუშინ არმიის ბადრაგზე ნიმრუზის პროვინციაში, მოკლა ერთი და დაჭრა ორი ჯარისკაცი.