საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა ჟენევაში

საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა ჟენევაში , სადაც ხვალ დაიწყება კავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი
საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა ჟენევაში , სადაც ხვალ დაიწყება კავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი
საერთაშორისო დისკუსიის მეოთხე რაუნდი. ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს შუამავლობით, შარშან ოქტომბერში დაწყებულ კონსულტაციას დღემდე არ მოჰყოლია რაიმე კონკრეტული შეთანხმება. საქართველოს დელეგაცია იმედოვნებს, რომ რუსეთი ამჯერად კონსტრუქციულობას გამოიჩენს და ჟენევის დისკუსიის მეოთხე რაუნდი დევნილთა დაბრუნებისა და კონფლიქტურ რეგიონებში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ, კონკრეტულ შედეგს გამოიღებს.