დღეს ჟენევაში სამუშაო შეხვედრით დაიწყო

დღეს ჟენევაში სამუშაო შეხვედრით დაიწყო
დღეს ჟენევაში სამუშაო შეხვედრით დაიწყო
კავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მეოთხე რაუნდი. რუსეთის მიერ საქართველოდან ჯარის გაყვანისა და ქვეყნის სრული დეოკუპაციის გარდა, თბილისის დელეგაცია კვლავ მოითხოვს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები უშუალოდ კონფლიქტურ რეგიონებშიც განლაგდნენ.
აფხაზეთში ევროკავშირის მეთვალყურეთა ყოფნას ეწინააღმდეგება დე-ფაქტო მთავრობა, რომლის დელეგაციას სერგეი შამბა ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით, სოხუმი მხოლოდ გაეროს მისიის არსებობას დათანხმდება, რადგან ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა, რუსეთმა, ევროკავშირისგან განსხვავებით, აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის განხორციელებას ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებაც, რომლის დელეგაციას ჟენევაში ბორის ჩოჩიევი ხელმძღვანელობს