ავღანეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა ამ ქვეყნის

ავღანეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა ამ ქვეყნის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი
ავღანეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა ამ ქვეყნის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი
საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს. გუშინ კარზაიმ საარჩევნო კომისიას მოუწოდა, დაგეგმილი 20 აგვისტოს ნაცვლად, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების უფრო ადრე ჩაატაროს. პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, კარზაის სურს, რომ არჩევნები 21 მაისამდე გაიმართოს. ოპოზიციური "ეროვნული ფრონტი" აცხადებს, რომ გაზაფხულამდე არჩევნების გამართვა შეუძლებელია როგორც უსაფრთხოების, ისე ლოგისტიკური და ფინანსური მოსაზრებებით. პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, აბდულ ყადარ ემამი ღურიმ განაცხადა, რომ კარზაი თავისი ოპონენტების მოტყუებას ცდილობს.