ჰააგაში წუთიერი დუმილით დაიწყო მუშაობა

ჰააგაში წუთიერი დუმილით დაიწყო მუშაობა გაეროს საგანგებო ტრიბუნალმა,
ჰააგაში წუთიერი დუმილით დაიწყო მუშაობა გაეროს საგანგებო ტრიბუნალმა,
რომელიც ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმეს განიხილავს. ჰარირი 2005 წლის თებერვალში მოკლეს. მისი მკვლელობის მიზნით აფეთქებულმა ბომბმა კიდევ ორი ათეული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ექს-პრემიერის მომხრეები თავდასხმის მოწყობაში სირიას ადანაშაულებენ. დამასკო ამ ბრალდებებს უარყოფს. აი, რა განაცხადა დღეს ლიბანის იუსტიციის მინისტრმა იბრაჰიმ ნაჯარმა: [იბრაჰიმ ნაჯარის ხმა] "ჩვენი აზრით, საერთაშორისო ტრიბუნალი ჭეშმარიტების დადგენის ერთადერთი საშუალებაა - თუ გავითვალისწინებთ, რომ ტერაქტის მომზადება მრავალ ელემენტს შეიცავდა, შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით. მასში ჩართული იყო რამდენიმე ბოროტმოქმედი, თანაც სხვადასხვა სახელით. ცხადია, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, როგორც იურისტისა, და არა როგორც იუსტიციის მინისტრისა."