სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა სუდანის პრეზიდენტის ომარ ალ ბაშირის
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა სუდანის პრეზიდენტის ომარ ალ ბაშირის
დაპატიმრების ორდერი. ბაშირს ბრალად ედება სუდანის დარფურის პროვინციაში სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენა. ჰააგაში მოქმედი სასამართლოს მთავარი პროკურორის ლუის მორენო-ოკამპოს განცხადებით, არსებობს სარწმუნო საბუთები იმისა, რომ ბაშირმა სუდანის არმია და არაბთა გასამხედროებული ჯგუფები ადგილობრივი აფრიკული ტომების გასანადგურებლად და განსადევნად დარაზმა. ეს პირველი შემთხვევაა მართლმსაჯულების ისტორიაში, როცა სასამართლომ მოქმედ პრეზიდენტზე დაპატიმრების ორდერი გასცა. 2003 წლიდან მოყოლებული დარფურში 300 ათასზე მეტი ადამიანი დახოცეს, ხოლო 2,7 მილიონამდე ადგილობრივი მკვიდრი ლტოლვილად აქციეს.