გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიაღწია

გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიაღწია
გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიაღწია
სუდანთან დაკავშირებით შეთანხმებას, რომელიც პასუხი უნდა ყოფილიყო სუდანის მღელვარე დარფურის რეგიონიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების განდევნაზე. დიპლომატების თანახმად, სუდანის მოკავშირე ჩინეთმა არ მიიღო შეთავაზებული დოკუმენტი, რომელიც სუდანისგან მოითხოვდა შეეცვალა გადაწყვეტილება. ამ ქვეყნის მთავრობამ 13 ორგანიზაციის ქვეყნიდან გაძევება გადაწყვიტა, როცა პრეზიდენტ ომარ ალ ბაშარზე საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდენი გასცა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო, დარფურის რეგიონში.