ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში

ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში,
ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში,
მეამბოხეები ავღანეთის პოლიციელებს ჩაუსაფრდნენ და ოთხი მათგანი დახოცეს, იუწყება ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო. დღესვე, ავღანეთის და აშშ-ის ჯარის მეთაურობით, კოალიციის შენაერთმა თავდასხმა მოაწყო ბომბების დამამზადებელ სავარაუდო საამქროზე და შვიდი სავარაუდო მეამბოხე დახოცა, სამი დააკავა. ავსტრალიის არმიის ცნობით, მისი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა ურუზგანის პროვინციაში მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად.