დღეს რუსეთის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე

დღეს რუსეთის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე მოლდავეთისა და დნესტრისპირეთის ლიდერები შეთანხმდნენ,
დღეს რუსეთის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე მოლდავეთისა და დნესტრისპირეთის ლიდერები შეთანხმდნენ,
17-წლიანი გაყინული კონფლიქტის მოგვარებაზე იზრუნონ. მათ ვალდებულება იკისრეს, გააგრძელონ პირდაპირი მოლაპარაკებები იმ მიზნით, რომ გააქტიურდეს მოლაპარაკებების პროცესი. ეს განცხადებები გაკეთდა მოლდავეთის პრეზიდენტ ვლადიმირ ვორონინის, დნესტრისპირეთის ლიდერის, იგორ სმირნოვისა და რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის მიერ დღეს კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ დნესტრისპირეთში რუსეთის სამშვიდობო ძალები კონფლიქტის მოგვარების გზების გამონახვის შემდეგ შეიძლება ტრანსპორმირებულ იქნეს საერთაშორისო მისიად ეუთოს ეგიდით.