ევროკავშირის ლიდერებმა, ბრიუსელში

ევროკავშირის ლიდერებმა, ბრიუსელში
ევროკავშირის ლიდერებმა, ბრიუსელში
- ორდღიანი სამიტის დასასრულს, “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამაში მონაწილეობა შესთავაზეს ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას - საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, მოლდავეთს, უკრაინასა და ბელორუსიას. ამ შეთავაზებით ბოლო მოეღო დისკუსიას იმის შესახებ, მიზანშეწონილია თუ არა პროგრამაში ბელორუსიის ჩართვა. ბელორუსიის მმართველ რეჟიმს ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ. “აღმოსავლეთის პარტნიორობა” ითვალისწინებს მომგებიან პირობებს ვაჭრობის სფეროში, სავიზო რეჟიმის გამარტივებას და მიჩნეულია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსეთის ზეგავლენის ალტერნატივად.