საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის და აგვისტოს

საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის და აგვისტოს ომის შემდგომი ვითარების შესაფასებლად
საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის და აგვისტოს ომის შემდგომი ვითარების შესაფასებლად
თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები იმყოფებიან. თავდაპირველად მათიაშ ეორში და კასტრიოტ ისლამი დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერს ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ, მოგვიანებით კი - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს. უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა მონიტორინგის კომიტეტის წევრებს განუცხადა, რომ რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო ევროსაბჭოს რეზოლუციის პირობებს ასრულებს. დღესვე ეორში და ისლამი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრებს და პრეზიდენტს ხვდებიან, ხვალ კი - ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.