რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აგვისტოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აგვისტოს კონფლიქტის დაწყებაში კვლავ საქართველოს პრეზიდენტი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აგვისტოს კონფლიქტის დაწყებაში კვლავ საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ოდესმე ეყოლება მთავრობა, რომელიც მართლაც ქვეყნის და ხალხის ინტერესებზე იფიქრებს და კავკასიის ყველა სახელმწიფოსთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას დაამყარებს. ამავე ინტერვიუში ლავროვმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ვაშინგტონი მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებას აპირებს. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ განაცხადა, რომ მოსკოვი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ხარჯზე ნატოს გაფართოებას ეწინააღმდეგება.