აშშ განაგრძობს არაოფიციალურ მოლაპარაკებებს ყირგიზეთთან

აშშ განაგრძობს არაოფიციალურ მოლაპარაკებებს ყირგიზეთთან მანასის ავიაბაზის მომავლის შესახებ.
აშშ განაგრძობს არაოფიციალურ მოლაპარაკებებს ყირგიზეთთან მანასის ავიაბაზის მომავლის შესახებ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისი თქმით, ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ ყირგიზეთის ხელისუფლება გადახედავს გასულ თვეში მიღებულ გადაწყვეტილებას მანასის ბაზის დახურვის შესახებ. ამ გადაწყვეტილების თანახმად, აშშ-ის ავიაბაზა მანასის აეროპორტში ბიშკეკის მახლობლად დაიხურა და ლიკვიდირებულ უნდა იქნეს ნახევარი წლის მანძილზე.