ავღანეთის პოლიციამ 30 მეამბოხე მოკლა

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პოლიციამ 30 მეამბოხე მოკლა პროვინცია ურუზგანში განხორციელებული ოპერაციის დროს. ჩვიდმეტი მეამბოხე დაიჭრა ოპერაციაში, რომელიც ორშაბათს ჩატარდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოკლულთა შორის არის თალიბების მეთაური მოლა მოჰამად იაყუბი. სხვა დეტალებს არ იტყობინებიან.