ლონდონის საბანკო რაიონში 4000-იანი დემონსტრაცია გაიმართა

კაპიტალიზმისა და გლობალიზაციის წინააღმდეგ ლონდონში, დღეს, “ოცეულის” შეხვედრის დაწყებამდე, გაიმართა საპროტესტო აქციები. დემონსტრაცი და არეულობა იყო ბრიტანეთის დედაქალაქის საბანკო რაიონში, სადაც ცხენოსანი პოლიცია შეეცადა დემონსტრანტების გაფანტვას. “ფრანც პრესის” ცნობით, დააკავეს 20 დემონსტრანტი. სულ ლონდონში 10 ათასამდე პოლიციელი იცავს “ოცეულის” სამიტის მონაწილეთა უსაფრთხოებას.