სტრასბურგში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

საფრანგეთის პოლიციას დღეს შეტაკება ჰქონდა ნატოს მოწინააღმდეგე დემონსტრანტებთან სტრასბურგში, ნატოს სამიტის წინ. პროტესტის მონაწილეები ისროდნენ ქვებს, ჩაამსხვრიეს ფანჯრები, ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს, სანამ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი იხმარა მათ მიმართ. სულ მცირე 12 პირი დააკავეს. ნატოს სამიტი სტრასბურგში, მეზობელ კელში და გერმანიის ქალაქ ბადენბადენში იწყება პარასკევს.