მოლდავეთში ხვალ საპარლამენტო არჩევნები იმართება

მოლდავეთში წინასაარჩევნო კამპანია დასრულდა. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებიდან ლიდერობს კომუნისტური პარტია, მომდევნო ადგილებზე არიან ლიბერალები და ლიბერალ-დემოკრატები. არჩევნებში სულ 11 პარტია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან ჩართული.